Loading data...
შვეიცარიაში კაცმა ავტობუსში თავი დაიწვა - დაიღუპა 6 ადამიანი, სულ მცირე, 5 დაშავდა

შვეიცარიაში, ქალაქ კერცერსში კაცმა ავტობუსში თავი დაიწვა. ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 5 კი დაშავდა. ადგილობრივმა პოლიციამ დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. 

შვეიცარიული მედია იუწყება, რომ როდესაც სახანძრო სამსახური ადგილზე მივიდა, საფოსტო ავტობუსისგან მხოლოდ დამწვარი კარკასი იყო დარჩენილი.