1795804664
უცხოეთი
შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა - 23 მსუბუქი ავტომობილი, 6 მიკროავტობუსი და 8 სატვირთო მანქანა.
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ექვსმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ოთხმა - საშუალო სიმძიმის. მაშველებს ერთი ადამიანის მანქანიდან ამოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.
ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის და გამოძიება მიმდინარეობს.