Loading data...
შვედი მინისტრი უნგრეთის გადაწყვეტილებაზე, დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები: ევროპის სირცხვილი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია, დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.

„ეს ევროპის სირცხვილია და მე მოველი, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა გააკეთებს იმას, რაც ახლა აუცილებელია, კერძოდ, გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას და გაზრდის ზეწოლას რუსეთზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მალმერ სტენერგარდის თქმით, ევროკავშირმა ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს უნგრეთსა და სლოვაკეთზე ზეწოლის განსახორციელებლად.

„ჩვენ ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რათა გავზარდოთ ზეწოლა უნგრეთსა და სლოვაკეთზე, რათა მათ შეწყვიტონ ბლოკადა“, - დასძინა მინისტრმა.