Loading data...
შვედეთის პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

შვედეთის პოლიციის განცხადებით, ცენტრალურ ქალაქ ორებროს სკოლის კამპუსში სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი დაღუპულებს შორის არის. ის მარტო მოქმედებდა, მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

სამართალდამცველების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს.  პოლიცია აცხადებს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. 

გრძელდება საგამოძიებო სამუშაოები.