Loading data...
შვედეთის დაზვერვა: რუსეთი შვედეთისა და ნატოსთვის მთავარი სამხედრო საფრთხეა

შვედეთმა რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ მოიხსენია და განაცხადა, რომ მოსკოვის უფრო აგრესიულმა ქცევამ, შესაძლოა, საშიში ესკალაცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, იუწყება Politico.

რუსეთის აგრესიული ქმედებების მაგალითებად შვედეთის დაზვერვამ - საჰაერო სივრცის დარღვევა, დივერსიები და კიბეროპერაციები დაასახელა.

„რუსეთი შვედეთისა და ნატოსთვის მთავარი სამხედრო საფრთხეა“, - ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის დაზვერვამ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საფრთხე „სერიოზული და კონკრეტულია“, ხოლო მოსკოვის ქცევა - „აგრესიული“.