Loading data...
შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა.

მედიის ცნობით, ავარიის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 24 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

შემთხვევა კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.

პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა.

„ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.