შოლცმა უარი თქვა რუსეთის ფედერაციაზე გერმანული იარაღით დარტყმის ნებართვაზე - Welt
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ მისცემს უფლებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაარტყას გერმანული იარაღით სამიზნეებს რუსეთის ფედერაციის სიღრმეში, მაშინაც კი, თუ მოკავშირეები ამას დაუშვებენ.
„ეს დარჩება ამგვარად. სწორედ ამიტომ მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე, სხვა ქვეყნებმა სხვაგვარადაც რომ გადაწყვიტონ. მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა შესაძლოა, მოხსნას იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა, შოლცმა აღნიშნა, რომ ყველა სპეკულაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გარდა ამისა, გერმანია და აშშ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის უმსხვილესი მომწოდებლები არიან.
კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
„უკრაინას ეყოლება უფრო ძლიერი არმია, ვიდრე ადრე იყო“, - განაცხადა შოლცმა.
მან, ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი აღიარებს, რომ უკრაინა არ არის ვასალური სახელმწიფო.
შოლცმა დასძინა, რომ თავისი იმპერიალისტური ოცნებების გამო, პუტინი ასობით ათასი რუსი ჯარისკაცს მძიმე დაზიანებისა და სიკვდილისთვის სწირავს და ანადგურებს რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს მსოფლიოსთან.