1732275318
უცხოეთი
შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმას სახიფათო ესკალაცია უწოდა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გამოყენება „სახიფათო ესკალაციაა“.
მისი თქმით, ბოლო ესკალაცია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ეს ომი.
კანცლერმა, ასევე, განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ გერმანია არ გაუგზავნის უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რათათ, ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.