1726327568
უცხოეთი
შოლცის პარტია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად ახალი ინიციატივით გამოდის
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ბუნდესტაგში როლფ მიუტცენიხი უკრაინის საკითხზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის შექმნის მოწოდებით გამოვიდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივის მომზადებაზე იმუშავებს.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „თანხმდებიან, რომ ახლა არის დრო, რომ გააქტიურდეს ძალისხმევა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და რუსეთიც უნდა დაესწროს მომავალ სამშვიდობო სამიტს“.
„ეს სხვა ქვეყნებსაც მისცემს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი უკრაინაში ომის შეწყვეტას“, - აღნიშნა სოციალ-დემოკრატმა პოლიტიკოსმა.
მისი აზრით, საკონტაქტო ჯგუფის შესაძლო წევრები შეიძლება იყვნენ ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და ბრაზილია.