Loading data...
შოლცი და ტუსკი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შოლცი ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„უნდა გავაფართოოთ სატრანსპორტო მარშრუტები პოლონეთსა და გერმანიას შორის. ორი ქვეყნის უსაფრთხოება არის განუყოფელი და ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს,“ - დაწერა შოლცმა X-ში.

დონალდ ტუსკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გერმანია ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ლიდერი გახდება. ტუსკმა სხვა ქვეყნებთან სამხედრო სფეროში კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შოლცის და ტუსკის მოლაპარაკებაზე მიღწეულია შეთანხმება მეორე მსოფლიო ომის შედეგად ვარშავისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხები. მხარეები აქტიურად მუშაობენ, რომ 1939-1945 წლის გერმანიის ოკუპაციის დროს დაზარალებული ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, დახმარება იყოს აღმოჩენილი. ასევე მხარეები ბერლინში გერმანულ-პოლონური სახლის გახსნაზე შეთანხმდნენ, სადაც იქნება აღბეჭდილი გერმანულ-პოლონური ურთიერთობები რთული პერიოდი და გერმანიის ოკუპაციის ეტაპი, ასევე იქნება გახსნილი ოკუპაციის დროს დაღუპული პოლონელების ხსოვნის ადგილი.