Loading data...
შოლცი: ჩემი გზავნილი კიევიდან პუტინს - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეწყდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორშაბათს, 2 დეკემბერს, კიევში ვიზიტის შემდეგ სოციალური ქსელით რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მიმართა.  

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება.

„ჩემი გზავნილი კიევიდან პუტინს: ჩვენ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გავაგრძელებთ. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეწყდება. ჩვენ ვიდგებით უკრაინელი ხალხის გვერდით, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - წერს შოლცი.