1745146876
უცხოეთი
შოლცი: არ დაგვავიწყდეს აღდგომის გზავნილი - ჩვენ გვინდა მშვიდობიანი სამყარო, ამიტომ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათ მოუწოდა, არ დაივიწყონ მშვიდობა. ამის შესახებ შოლცმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„გილოცავთ აღდგომას! ვულოცავ ყველა ქრისტიანს და ყველას, ვინც აღდგომას თავისი მრავალი წეს-ჩვეულებით აღნიშნავს. და არ დაგვავიწყდეს აღდგომის მთავარი გზავნილი: ჩვენ გვინდა მშვიდობიანი სამყარო. ამიტომ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია“, - წერს შოლცი.
Frohe Ostern! Das wünsche ich allen Christinnen und Christen und allen, die Ostern mit seinen vielen Bräuchen feiern.
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) April 20, 2025
Und vergessen wir dabei die Osterbotschaft nicht: Wir wollen eine friedliche Welt. Und deshalb stehen wir an der Seite derer, die nicht in Frieden leben können. pic.twitter.com/Gc0IZPsqDl