„შოკირებული ვარ ექსპრეზიდნეტ ტრამპის მკვლელობის მცდელობით - ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის“ - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში, პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
„შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მკვლელობის მცდელობით. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ფიქრებით დაზარალებულებთან ვარ.
ვგმობ ამ თავდასხმას. ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. NATO-ს მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად“, - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე.
I am shocked by the attempted assassination on former President Trump. I wish him a speedy recovery and my thoughts are with those affected. I condemn this attack. Political violence has no place in our democracies. #NATO Allies stand together to defend our freedom & values.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) July 14, 2024
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.