შოიგუ: უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
უკრაინული დრონების განვითარების ტემპი და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე.
„სულ ცოტა ხნის წინ ურალი მიუწვდომელი იყო უკრაინის ტერიტორიიდან საჰაერო დარტყმებისთვის, ხოლო დღეს უკვე უშუალო საფრთხის ზონაშია“ - აღნიშნავს შოიგუ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ურალის ფედერალურ ოლქში არსებობს არაერთი ძირითადი რისკფაქტორი.
როგორც შოიგუმ აღნიშნა, ურალი ასევე გამოირჩევა ფართო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის მსხვილი სარკინიგზო მაგისტრალებითა და ფედერალური მნიშვნელობის ავტომაგისტრალებით.
„მათი მწყობრიდან გამოყვანამ შეიძლება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მოიტანოს, არამედ გამოიწვიოს დიდი აგლომერაციების ცხოვრების დესტაბილიზაციაც, მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, მათ შორის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უზრუნველყოფს“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.