Loading data...
„შეწყვიტეთ ცეცხლი! გაიხსნას დიალოგის გზები!“ - რომის პაპი კონფლიქტის მხარეებს

რომის პაპი ლეო XIV კვლავ მოუწოდებს მხარეებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ, ომის დასრულებისა და დიალოგის ხელახლა დაწყებისკენ.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ორი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა ომის სასტიკ ძალადობას განიცდის. ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და უამრავი სხვა იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

კიდევ ერთხელ ვუცხადებ ჩემს მხარდაჭერას ყველა იმ ადამიანს, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა სკოლებზე, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული თავდასხმების დროს“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეულ ლოცვაზე.

ლეო აღნიშნავს, რომ ლიბანში არსებული სიტუაცია განსაკუთრებით შეშფოთების საგანია.

„მივმართავ ამ კონფლიქტში პასუხისმგებელ პირებს: შეწყვიტეთ ცეცხლი! გაიხსნას დიალოგის გზები!

ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება“ - აცხადებს რომის პაპი.