Loading data...
„შეწყვიტეთ ომი, სადაც არა თქვენი, არამედ სხვა ადამიანების შვილები იღუპებიან“ - ლუკაშენკო ზელენსკის

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, მოლაპარაკებები არ ჩაშალოს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს და გადაწყვეტილებები აქედან გამომდინარე მიიღოს.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. ახლა თქვენ ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის თუ სურს, რომ „უკრაინა იმ საზღვრებში დარჩეს, რაც დღეს აქვს ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოლაპარაკებაა საჭირო“.

„შეწყვიტეთ ომი, სადაც არა თქვენი, არამედ სხვა ადამიანების შვილები იღუპებიან. აი, ამაშია ზელენსკის პრობლემა - სხვა ადამიანები იღუპებიან. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენ ქვეყანას დაკარგავთ“, - აღნიშნავს ბელარუსის პრეზიდენტი.