Loading data...
შეტაკება ალბანეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის - პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრ რეზიდენციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ისროლეს. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მომიტინგეები ტირანას ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. 

პოლიტიკური ვითარება ალბანეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრის მოადგილეს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წაუყენა. 

ალბანეთი 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, თუმცა ევროკავშირში აცხადებენ, რომ დანაშაულთან და კორუფციასთან საბრძოლველად ალბანეთმა მეტი უნდა გააკეთოს.