Loading data...
„შესაძლოა, უკრაინაც მალე მიხვდეს, რომ ირანი ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს“ - ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ირანულ გემზე უკრაინის იერიშს გამოეხმაურა

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემზე უკრაინის თავდასხმას გამოეხმაურა და კიევს რეაგირებით დაემუქრა. 

„ირანზე ნებისმიერ თავდასხმას ყოველთვის თავისი ფასი აქვს და ეს დღესაც ასეა; აშშ-მა და ისრაელმა ეს კარგად იციან. შესაძლოა, უკრაინაც მალე მიხვდეს, რომ ირანი ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს. მათი სია, ვინც არასწორად გათვალა, კვლავ იზრდება!“, - დაწერა აზიზიმ X-ზე.

ცნობისთვის, ირანული მხარის განცხადებით, 25 ივლისს ირანულ გემზე კიევის იერიშის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა და ერთი მეზღვაური დაიღუპა. გემს რკინის ტვირთი გადაჰქონდა და ასტრახანიდან ენზელისკენ მიცურავდა.