Loading data...
„შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ“ - რუტემ ნატოს მოუწოდა, რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომისთვის მოემზადოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები „რუსეთის შემდეგი სამიზნე“ არიან. ეს განცხადება მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, იტყობინება Sky News-ი.

რუტეს თქმით, ალიანსმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა თავიდან აიცილოს ომი, რომელიც შეიძლება იყოს „იგივე მასშტაბის, როგორიც ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების მიერ გადატანილი ომი“.

ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის ძალიან ბევრი მოკავშირე ვერ გრძნობს ევროპაში რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აქტუალურობას და ვერ ხვდება, რომ ასეთი ომის თავიდან აცილება თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების სწრაფ ზრდას მოითხოვს.

„ჩვენ რუსეთის შემდეგი სამიზნე ვართ. მეშინია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩუმად თავდაჯერებულია. ძალიან ბევრი ვერ გრძნობს სიტუაციის გადაუდებლობას და ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ დრო ჩვენს მხარესაა. სინამდვილეში ასე არ არის. მოქმედების დრო ახლაა“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.