Loading data...
შეიძლება, ისე კარგად ვერ ვკამათობ, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე - ჯო ბაიდენი

შეიძლება, ვერ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცის, რა არის კარგი და რა ცუდი და იცის, როგორ შეასრულოს საკუთარი საქმე.

„ვიცი, რომ ახალგაზრდა არ ვარ, ცხადად რომ ვთქვა. ისე მარტივად არ დავდივარ, როგორც ადრე, არ ვლაპარაკობ ისე მარტივად, როგორც ადრე, არ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე. ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე. ვიცი ის, რაც მილიონობით ამერიკელმა იცის, როდესაც ეცემი შენ ისევ დგები. ისევ არ ვიყრიდი კენჭს, მთელი გულით და სულით რომ არ მჯეროდეს, რომ ამ საქმის კეთება შემიძლია. ყველაფერზე მეტად, ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი დემოკრატია. ეს არის ის, რაც სასწორზე დევს ამ არჩევნებში“, – აღნიშნა ბაიდენმა.