Loading data...
შეერთებულმა შტატებმა 4 სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც ირანის საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ

აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც 1 მარტს ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ოთხივე სამხედრო აიოვას შტატის აშშ-ის სარეზერვო ჯარების მოსამსახურე იყო.

პენტაგონის ინფორმაციით, დაღუპულები არიან 35 წლის კაპიტანი კოდი ხორკი, 42 წლის პირველი კლასის სერჟანტი ნოა ტიეტჯენსი, 39 წლის პირველი კლასის სერჟანტი ნიკოლ ამორი და 20 წლის სერჟანტი, დეკლან კოდი.

ცნობისთვის, 1-ელ მარტს ირანული დრონი თავს დაესხა ქუვეითის პორტ შუაიბაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტს.