შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 39 ტრილიონ აშშ დოლარს გადასცდა
პირველად ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 39 ტრილიონ აშშ დოლარს გადასცდა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
სააგენტო Associated Press წერს, რომ სახელმწიფო ვალის ასეთი უპრეცედენტო რაოდენობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგობრივ პრიორიტეტებზე მიუთითებს. საუბარია გადასახადების შემცირებაზე, თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე და საიმიგრაციო სამსახურის დაფინანსებაზე. სახელმწიფო ვალის ზრდა ამერიკელებისთვის იპოთეკურ და ავტო კრედიტებზე უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, ხელფასის შემცირებას. ასევე საქონლის და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს.
აშშ-ის სახელმწიფო ვალი ბოლო წლებში სწრაფად იზრდებოდა სხვადასხვა კონფლიქტისა და ომის, გადასახადების შემცირების და COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მასშტაბური ხარჯების ფონზე. ირანის წინააღმდეგ ომზე აშშ-მა უკვე 12 მლრდ დოლარი დახარჯა. ამის შესახებ დასკვნა აშშ-ის ნაციონალურმა ეკონომიკურმა საბჭომ გააკეთა.