Loading data...
შეაჩერეთ ომი, დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან, ეძიეთ მშვიდობა - რომის პაპი უკრაინისა და ღაზას შესახებ

რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მსოფლიოს მშვიდობისაკენ უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომების ფონზე და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებით მშვიდობა უკეთესია, ვიდრე დაუსრულებელი ომი“.

„გთხოვთ, ომის ქვეყნებმა, ყველა მათგანმა, შეაჩერეთ ომი. დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. ეძიეთ მშვიდობა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

პონტიფიკოსი თავის მიმართვაში ხშირად საუბრობს ისრაელ-ჰამასის ომზე. ამ თვის დასაწყისში, აღდგომის კვირას, მან მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში და ტყვეთა გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის.