Loading data...
შავ ზღვაში სატვირთო გემზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად გემის კაპიტანი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ანტიგუა და ბარბუდას დროშით მცურავ სატვირთო გემზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

შეტევის შედეგად გემის კაპიტანი დაიღუპა. ის უკრაინის მოქალაქე იყო.

შეტევის შემდეგ გემზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი ევაკუირებული იყო, ხოლო ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის თქმით, რუსულმა ძალებმა 22-23 სექტემბერს, ღამით ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში განახორციელეს.