Loading data...
შალვა პაპუაშვილი კაია კალასის განცხადებაზე - ანუ ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო? სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. 

კალასმა განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აცხადებს კალასი. 

კალასის განცხადების საპასუხოდ შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს - „ანუ, ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო? სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას”.