Loading data...
„სერიოზული დარტყმა იქნება“ - ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის

უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთთან დათმობებზე არ წავა და სანქციებს არ მოხსნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს სტრატეგიაა, რუსეთი ფინანსურად დაზარალდეს, რადგან ის ფულს ომისთვის, იარაღის წარმოებისთვის იყენებს.

მისი თქმით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.

„რაც შეეხება სანქციების მოხსნას, თუ ისინი მოიხსნება, ეს ნამდვილად სერიოზული დარტყმა იქნება. როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა“, - დასძინა მან.