1754933405
უცხოეთი
სერგეი შოიგუ: უკრაინის უარყოფითი მაგალითის მიუხედავად მოლდოვა არ წყვეტს ნატოსთან დაახლოებას

სამწუხარო სტატისტიკა და უკრაინის უარყოფითი მაგალითი ხელს არ უშლის კიშინიოვის რეჟიმს ნატოსთან დაახლოებაში, რაც მოლდოვას სუვერენიტეტის დაკარგვას იწვევს, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ.
„გამოცდილება აჩვენებს, რომ ნატოსთან დაახლოება გარდაუვალად იწვევს არა მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვას, არამედ სამხედრო ხარჯების ზრდას. საკმარისია, გადავხედოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც წარსულში შეუერთდნენ ბლოკს: მათი თავდაცვის ხარჯები 2-6-ჯერ გაიზარდა ბოლო 10 წლის მანძილზე. მაგრამ, სამწუხაროდ, სტატისტიკა და უკრაინის უარყოფითი მაგალითი, ცხადია, არ აჩერებს კიშინიოვის რეჟიმს“, - აცხადებს შოიგუ.