Loading data...
სერგეი რიაბკოვი: ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, რაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ კონფლიქტს ნიშნავს

„ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, რაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტს ნიშნავს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. 

რიაბკოვის თქმით, ნატოს ქვეყნები ცდილობენ მოსკოვთან დაპირისპირების ფსონების გაზრდას.

„არსებითად, ისინი ახლა უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში მთავარი პროვოკატორის როლს ასრულებენ“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.