Loading data...
სერგეი რიაბკოვი: ნატოსა და ევროკავშირზე თავდასხმას არ ვაპირებთ, რუსეთი ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმას არ აპირებს. 

„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას. რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს. თუმცა, აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დემონსტრირებული დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება“, - აცხადებს სერგეი რიაბკოვი