Loading data...
სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვას არ გამორიცხავს

მოსკოვი არ გამორიცხავს აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვას“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი

როგორც სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, შეხვედრისთვის უშუალო მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე ჯერ უნდა განისაზღვროს შეხვედრის დღის წესრიგი და განსახილველი თემები.

„აქ მთავარი საკითხი იმაშია, რა ფორმულირება ექნება შეხვედრის შინჰაარს, როგორი იქნება დღის წესრიგი და რას შეიძლება, ველოდოთ შედეგად“, – განაცხადა რიაბკოვმა.