Loading data...
სერგეი ნარიშკინი: ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია

ევრაზიის მასშტაბით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი საკმაოდ რეალურია, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ნატო დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის შემდგომი გაჭიანურებით, რათა შეზღუდოს რუსეთის პოტენციალი.

„ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი სავსებით რეალურია და ეს უმძიმეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი მონაცემებით, ევროპის ლიდერებს სჯერათ კონტროლირებადი ესკალაციისა და ზღვარზე ბალანსირების სტრატეგიის, რომელიც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმუშავეს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი.

მისი თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები საკუთარივე პროპაგანდის მახეში ებმებიან, მათ მიერ შექმნილი რადიკალური საინფორმაციო ფონი საზოგადოებრივ დაძაბულობას იმ ნიშნულამდე ზრდის, სადაც ნებისმიერმა წვრილმანმა ინციდენტმაც კი შეიძლება მთელი საერთაშორისო სისტემის ჩამოშლა გამოიწვიოს.

„ამ სიტუაციაში დიპლომატია აღარ მუშაობს და სახელმწიფოები სრულმასშტაბიან ომში აღმოჩნდებიან, რაც ხშირად ყველასთვის გამანადგურებელი შედეგით სრულდება“, - დასძინა ნარიშკინმა.