1775036043
უცხოეთი
სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახური ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე „სიაიეისთან“ თანამშრომლობს
რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახური ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობს.
„დიახ, ჩვენ კონტაქტებს ვინარჩუნებთ“, – განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, ნარიშკინის განცხადებით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოსაგვარებლად რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსულტაციებსაც მართავს.
ნარიშკინის განცხადება კი, აღნიშნულ საკითხზე კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა თეირანთან და კონფლიქტით დაზარალებული სახელმწიფოების ხელმძღვანელობასთან.