Loading data...
სერგეი ლავროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის ფიურერი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ფიურერი უწოდა. 

ლავროვის განცხადებით, ეს გამოცდილება გადამდებია.

„ის ფიურერია. ის ფიურერის როლზე დაინიშნა, სამოყვარულო საქმიანობიდან აიყვანეს, მაგრამ ხედავთ, ეს იმიჯი გადამდები აღმოჩნდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას.