სერგეი ლავროვი: თუ დასავლეთი რუსულ აქტივებს კიევს გადასცემს, რუსეთი ამ ბანდიტურ ქმედებაზე რეაგირებას მოახდენს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა და უკრაინისთვის გადაცემა, კიევს ვერ გადაარჩენს, რადგან კიევი საგარეო ვალის დაფარვას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ოქროსა და ვალუტის რეზერვების კონფისკაცია კიევის პროტეჟეებს ვერ გადაარჩენს. ცხადია, რომ რეჟიმი ვერ შეძლებს ვალების დაფარვას და ვერასდროს დაფარავს სესხებს. თუ დასავლეთი თავის აქტივებს კიევს გადასცემს, რუსეთი ამ ბანდიტურ ქმედებებზე რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ინფორმაციისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას მხარს არ დაუჭერს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში რჩება და საბოლოო გადაწყვეტილებას 2025 წლის დეკემბერში იქნება მიღებული.