სერგეი ლავროვი: რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელები პირდაპირ კონტაქტზე არიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა მოსკოვმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები განახლდა.
„სტამბოლში სამი რაუნდი გაიმართა და მათ ფარგლებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული ჰუმანიტარულ საკითხებში: სამხედრო ტყვეებისა და დაკავებულების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნება და ა.შ. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ გამოთქვა საკუთარი ხედვა კონფლიქტის დასრულების პირობების შესახებ. დელეგაციების ხელმძღვანელები პირდაპირ კონტაქტზე არიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.