Loading data...
სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა

„რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს იმ წერტილიდან განაახლოს, სადაც ისინი შეწყდა“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ალასკაში ერთი წლის წინ გამართული მოლაპარაკებები შესაძლოა, უკრაინის არმიის „შეიარაღებისთვის დროის მოსაგებად“ ყოფილიყო განკუთვნილი.

„არც კი მინდა, ვიეჭვო, რომ ალასკა, ისევე, როგორც ევროპის ქმედებები, კიევის რეჟიმის გადაიარაღებისთვის დროის მოსაგებად იყო განკუთვნილი. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. სინამდვილეში კი ასე გამოვიდა“, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტატები. კერძოდ, ლავროვმა ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების გამკაცრებასა და ალასკის მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული ყველა განცხადების დავიწყებაში დაადანაშაულა.

„ბაიდენის მიერ დაწესებული ყველა სანქციის გაგრძელების გარდა, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტი. შეერთებული შტატები უარს ამბობს რუსეთ-უკრაინის ომში ობიექტური შუამავლის როლის პრეტენზიებზე და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს“, - დასძინა მან.