Loading data...
სერგეი ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებების პერიოდში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პერიოდში რუსული მხარე უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს. 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთის ჩარევის გამო სტამბოლის შეთანხმებები ჩაიშალა, მოლაპარაკებების პერიოდში რუსული მხარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

მისივე თქმით, მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და მზადაა როგორც ორმხრივი, ასევე სამმხრივი შეხვედრისთვისაც.