Loading data...
სერგეი ლავროვი: რუსეთი ევროპასთან ომს არ გეგმავს, თუ ევროპა ომს დაიწყებს, პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება

რუსეთი ევროპასთან ომს არ გეგმავს, თუმცა მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ არ გვინდა და არც ვგეგმავთ რაიმე სახის ომს ევროპასთან , მაგრამ თუ ევროპა, როგორც ის გვემუქრება, თავად ემზადება ომისთვის და დაიწყებს მას, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ ომისთვის, მაგრამ ის განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.