სერგეი ლავროვი პუტინი-ტრამპზე: საქმიანი ურთიერთობა აქვთ და სატელეფონო საუბრისას პირდაპირ საქმეზე გადადიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.
„პრეზიდენტებს საქმიანი ურთიერთობა აქვთ. ვფიქრობ, ტრამპის პირველი ვადის პრეზიდენტობის დროს დამყარებული ურთიერთობა, საქმიანია და არანაირ პრელუდიას არ საჭიროებს. სატელეფონო საუბრის დროს ისინი პირდაპირ საქმეზე გადადიან. ყოველთვის უმჯობესია პირდაპირ გამოთქვა შენი პოზიცია, მაშინ არ იქნება ილუზიები ან ფუჭი იმედები“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ინფორმაციისთვის, 4 ივნისს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპის შეფასებით, პუტინთან საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს“.