1794773046
უცხოეთი
სერგეი ლავროვი: ევროპელებმა იციან, რომ მატარებელი მიდის და ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა სურთ
ევროპელებმა იციან, რომ მატარებელი მიდის და ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა სურთ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის ქვეყნების სურვილთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღონ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ლავროვის თქმით, რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართება, რომ მიღწეული იყოს რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წელს ჩამოაყალიბა.
„მოლაპარაკებების ხაზი ისე იქნება აგებული, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა იყოს შესაძლებელი. ეს მიზნები პრეზიდენტმა პუტინმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.