Loading data...
სერგეი ლავროვი: ევროპა სერიოზულად ემზადება რუსეთთან ომისთვის

ევროპული ქვეყნები ცდილობენ დაარწმუნონ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შეცვალოს თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, ხოლო ევროპელები სერიოზულად ემზადებიან რუსეთთან ომისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენმა დასავლელმა და, უპირველეს ყოვლისა, ევროპელმა მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამ შეთანხმებების ძირის გამოთხრისთვის. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ.

და თუ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს წაიკითხავთ, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. და, სინამდვილეში, ისინი ამას არც მალავენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.