Loading data...
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში თავის მიზნებს მიაღწევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში თავის მიზნებს მიაღწევს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

„ჩვენი ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბოლომდე იქნება მიყვანილი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიიღწევა და რუსეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები აღმოიფხვრება“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა ცდილობს, ხელი შეუშალოს მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და ჩაშალოს მოლაპარაკებების პერსპექტივები.

„ბევრი ადამიანი, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია, დაინტერესებულია მოლაპარაკებებით. თუმცა დასავლეთი უკრაინას იარაღით ამარაგებს“, - განაცხადა ლავროვმა.