Loading data...
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერი იმ შემთხვევაში შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ ყველა საკითხი კარგად იქნება შემუშავებული.

„როდესაც საქმე მივა უკრაინასთან სამომავლო შეთანხმებების ხელმოწერამდე, უკრაინის მხრიდან ხელმომწერი მხარეების ლეგიტიმურობის საკითხი წამოიჭრება“, - აცხადებს ლავროვი. 

მისივე თქმით, კრემლის ხელმძღვანელი მზად იქნება ზელენსკისთან შესახვედრად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება შემუშავებული.

როგორც უკრაინული მედია ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ლავროვმა არ განმარტა, კონკრეტულად რაზე საუბრობდა ის.