Loading data...
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მზად არის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდეს - „მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, პირისპირ შეხვედრები გავმართოთ“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მზად არის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პირისპირ შეხვდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის განხილვისას კრემლის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. 

რუსულ მედიასთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხის განხილვისა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლის“ აუცილებლობაზე ისაუბრა. 

„ვურთიერთობთ ტელეფონით და ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, პირისპირ შეხვედრები გავმართოთ“, - განაცხადა ლავროვმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროპელი ლიდერები და განაცხადა, რომ „ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ დაარწმუნონ ვაშინგტონი, უარი თქვას კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების განზრახვაზე და რუსეთის სამხედრო ზეწოლაზე გაამახვილოს ყურადღება“.