1765880236
უცხოეთი
სერგეი ლავროვი: აშშ უკრაინის მიღებას ნატოში არ აპირებს
აშშ უკრაინის მიღებას ნატოში არ აპირებს, - ამის შესახებ რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა მისი დაწყების მიზეზების აღმოფხვრა.
„კარგია, რომ ამერიკელებმა უკვე დაიწყეს ამის გაგება. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არავითარი ნატო უკრაინაში ვერ და არ იქნება, რომ ის მიწები, სადაც ასწლეულები ცხოვრობდნენ რუსები, კვლავ რუსული უნდა გახდეს, რომ რუსული ენა, კულტურა, უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიის უფლებები უნდა იყოს აღდგენილი“, - აცხადებს რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრი.