1789643459
უცხოეთი
სერგეი ლავროვი: აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის
„ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დიალოგის მიუხედავად, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა და არც მოსალოდნელია“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მზადაა რუსეთთან სასაუბროდ და სერიოზული დიალოგისთვის.
„ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის“, - აღნიშნა ლავროვმა.