1793341619
უცხოეთი
სერგეი ლავროვი აშშ-ში G20-ის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში, ატლანტაში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, განხილვის ცენტრალური თემა იქნება გლობალურ ეკონომიკაში არსებული ვითარება, გეოპოლიტიკური ტენდენციების გათვალისწინებით.
სამიტი 30-31 ოქტომბერს გაიმართება.