Loading data...
სერგეი ლავროვი 24 თებერვალს თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, სერგეი ლავროვი ვიზიტის მიზანია, უკრაინაში ომის შეწყვეტის თემაზე აშშ-სთან ახლახან გამართული მოლაპარაკებები და ის, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში ოფიციალურ ანკარას.

როგორც წყარო ამბობს, თურქეთი, რომელმაც პირველმა ითავა რუსეთ-უკრაინას შორის შუამდგომლობა 2022 წელს, „მზად არის, მომავალშიც ითავოს ეს როლი“.

მისივე ცნობით, მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც „დიპლომატიური ძალისხმევის გზით უნდა გადაიდგას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“.