Loading data...
სერბეთში საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე დააკავეს

სერბეთში მეორე დღე-ღამეა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. 30 ქალაქში გამართულ აქციებზე დაჭრილია სულ მცირე 42 პოლიციელი, მათ შორის 26 - ბელგრადში. აქციების 37 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ქალაქ ნოვი სადში აქციის მონაწილეები ალექსანდრე ვუჩიჩის პარტიაში შეიჭრნენ, იქ ორ ოფისში მინები ჩაამსხვრიეს და ოფისებიდან გარკვეული ნივთები გაიტანეს. ბელგრადში კი მთავრობის მოწინააღმდეგეებს ფოიერვერკები ესროლეს.

ალექსანდრე ვუჩიჩი ამბობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება. ასევე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩატარდება პოლიციის, სასამართლო სისტემის და პროკურატურის რეფორმა.