1789148722
უცხოეთი
სერბეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომის თარიღი დაასახელა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნიუ-იორკიდან დაბრუნებისთანავე თანამდებობიდან გადავდგები. ეს იქნება 25, ან 26 სექტემბერი და სულ ეს არის“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ პრეზიდენტმა სერბეთის მთავრობის წინადადებით პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა.
სერბეთის პროგრესული პარტიის მთავარმა საბჭომ ვუჩიჩი „ერთიანი სერბეთის“ საარჩევნო სიის ლიდერად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.